Sunday, September 13, 2015

დღე მეორე

ვისწავლეთ:
                      1. ბლოგერში ღილაკების დამატება;
                      2. პრეზენტაციის შედგენა(სურათების ჩამოტვირთვა);
                       3.ბუკლეტის შაბლონის გაცნობა და შედგენა;
                       4.ბლოგერში მეორე დღის ნამუშევრების ჩაწერა.
 საინტერესო და სახალისო ინფორმაცია მივიღე, რაც გამოსაყენებელი იქნება მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის.

მადლობთ ტრენინგისთვის!

Saturday, September 12, 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი

უდის  პირველი  საჯარო  სკოლის  ბაზაზე  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ჯგუფი:
1. სოფიო მერაბიშვილი-დირექტორის მოადგილე(ქართულის მასწ.)  სერტიფიცირებული
2. ეთერ პარუნაშვილი- მათემატიკის  მასწავლებელი,   სერტიფიცირებული
3. ციალა აღოშაშვილი -ინგლისურის    მასწავლებელი,   სერტიფიცირებული
4. ირმა პარუნაშვილი- ისტორიის   მასწავლებელი
5. მელანო  ზაზაშვილი - ქიმიის    მასწავლებელი
6. ქეთინო ობოლაშვილი - დაწყებითის   მასწავლებელი
7. ლიანა აღლემაშვილი -  დაწყებითის   მასწავლებელი, ხელოვნების ჯგუფი


 ჯგუფის საქმიანობის  ანალიზი
 1.   ჯგუფის  შემადგენლობა (ცვლილებების  შემთხვევაში მიუთითეთ, რა  მიზეზით  მოხდა  ცვლილება).
-   ჩვენი  პროფესიული  განვითარების  ჯგუფი  შედგება  7  წევრისაგან.  გვაქვს ერთი  წევრის  ცვლილება.  სპორტის  მასწავლებელს,  გურამ  ბალახაშვილს,  არ  ჰქონდა  სურვილი  ყოფილიყო  განვითარების  ჯგუფის  წევრი;  პირადი  განცხადების  საფუძველზე  გავიდა  ამ  ჯგუფიდან  და მას  ჩაენაცვლა ლიანა  აღლემაშვილი.
      2. ჯგუფის  წევრთა  განწყობა-დამოკიდებულებები  საწყის  ეტაპზე  და  დღეს.  -         თავიდან  ცოტათი ცივად შევხვდით,  არც  კი  გვესმოდა  რა  ფუნქცია  ან  მოვალეობა  უნდა  შეგვესრულებინა,  თუმცა  დღეს  რომ  გავერკვიეთ  მივხვდით,  რომ  ასე  არაა,  საკმაოდ მნიშვნელოვანია.  გავიარეთ ტრენინგები  აქტუალურ თემებზე;  მნიშვნელოვანია  კონსულტაციები;  ვისწავლეთ  და  დავინახეთ  თუ როგორ  მნიშვნელოვანია  ურთიერთთანამშრომლობა, ურთიერთდაკვირვება, კრიტიკული მეგობარი, უკუკავშირი.

     3.  სხვა  მასწავლებლების  დამოკიდებულება საწყის  ეტაპზე  და  დღევანდელი  ვითარება  ამ თვალსაზრისით.
-   საწყის  ეტაპზე  მასწავლებლები  ვერ  ითავისებდნენ  რას ნიშნავდა,  რა  ფუნქცია  ჰქონდა  ამ ჯგუფს,    ტრენინგებიდან  დაბრუნების  შემდეგ  ვაცნობდით  სიახლებს,  ვაწვდით  ყველანაირ  ინფორმაციას  და  ახლა  თითონაც ცდილობენ  დახმარებასა  და თანადგომას.
    4.  დირექციის  დამოკიდებულება( რა  სახის  ხელშეწყობა  აქვთ  დირექტორის  მხრიდან, როგორია მისი  დაინტერესება  მათი  საქმიანობით).
-  დირექტორი  ყველანაირი  საჭირო  რესურსით გვეხმარება   და გვიწყობს  ხელს;  დაინტერესებულია  ყველა  სიახლით  რასაც  ჩვენი  ჯგუფის  წევრები  ვუზიარებთ.
    5.   განხორციელებული  აქტივობები(განსაკუთრებულად  შეჩერდით,   გამოყავით  და  ისაუბრეთ უფრო  დეტალურად  ერთ,  თქვენი  თვალსაზრისით, ყველაზე  მნიშვნელოვან  აქტივობაზე,  რით  იყო  მნიშვნელოვანი,  რა  მოგცათ  ჯგუფს და სკოლას).
-      დავგეგმეთ  ბევრი  აქტივობა -  ტრენინგზე  და  იქ  დარიგებული მასალიდან  გავიგეთ  როგორ  უნდა დაიგეგმოს  კვლევა  და  ჩვენი  ჯგუფის  ყურადღებაც  შევაჩერეთ  კვლევაზე,  გამოვკვეთეთ  ყველაზე  აქტუალური  პრობლემა,  კერძოდ „მათემატიკისა  და საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლება  სკოლაში“; შევქმენით  მასწავლებლებისა  და მოსწავლებისგან  ფოკუს  ჯგუფები (სამწუხაროდ მშობელთა  ჯგუფი ვერ შევძელით),  შევადგინეთ  კითხვარი (ანკეტა);  იმუშავეს  ძალიან  აქტიურად  მოსწავლეებმა  და  მასწავლებლებმა.  ამომწურავად  შედგა გამოსაკითხი  კითხვარი  და დაიდო  შედეგი  და  მიზეზიც,  თუ რატომ  გვაქვს  შედარებით  დაბალი  მოსწრება;  ერთერთი  მიზეზი  აღმოჩნდა  სახელმძღვანელოს  სირთულე  და  კვლევიდან  გამომდინარე  დავწეროთ  უნდა პროექტი.

    6.   ჯგუფის  საქმიანობის  თვითშეფასება ( რა  მიგაჩნიათ  ჯგუფის  ძლიერ მხარედ, რა საჭიროებს  გაუმჯობესებას).
-         ჯგუფის საქმიანობას  ვაფასებ საშუალოდ  შეგვეძლო მეტის  გაკეთება;  ძლიერი  მხარეა  ის,  რომ  კარგი  ურთირთთანამშრომლობის  უნარი  გვაქვს;   სუსტ მხარედ  მიმაჩნია  ის, რომ  არ  ვნახულობთ  დროს  შეხვედრებისთვის, ვერ    მოვახერხეთ   ურთიერთდასწრება და  გაკვეთილებზე  დაკვირვება.

    7.   პრობლემები,  რომლებიც  ჯგუფს  შეხვდა  საქმიანობაში.  რომელი პრობლემა  გადაიჭრა,  როგორ  და  რომელი  დარჩა გადაუჭრელი.
-         მთავარი  პრობლემა არის დრო;  ტრენინგები  უნდა  ტარდებოდეს  ჩვენი  აზრით   იანვარ-თებერვალში,   რის  გამოც  მეტი  დრო  გვექნება  ტრენინგების  შემდეგ  მასწავლებლებთან  შეხვედრისა  და  ინფორმაციის  მიწოდების  (მაის-ივნისი  სასწავლო  წლის  ბოლოა,  ტარდება  გამოცდები) .   ტრენინგები ტარდება  სხვა  ქალაქში შაბათ-კვირას,  ყოველგვარი  ანაზღაურების გარეშე;  კანონით გზის  ფული უნდა  აუცილებლად  ფინანსდებოდეს (არ  უნდა  იყოს  დამოკიდებული  პიროვნებაზე),  არ  უნდა  აწვებოდეს  ეს ხარჯები  ისედაც  მცირე  ჩვენს   ხელფასებს.  ჩვენთვის  ეს  პრობლემა  პრობლემად  დარჩა.

   8.   პროგრამის  თქვენეული  შეფასება.  თქვენი  რეკომენდაციები,  რა  გააუმჯობესებდა  პროგრამას.
-         პროგრამა  კარგია,  მაგრამ  უკეთესი  იქნება  იყოს  ანაზღაურება  განვითარების  ჯგუფის   წევრებისათვის.

კვლევა