Thursday, July 15, 2010

„რიცხვთა ჯადოსნური სამყარო“



1.   პროექტის სახელი   –   „რიცხვთა ჯადოსნური სამყარო“

2.   პროექტის მოკლე აღწერა   –  მოსწავლეები იკვლევენ რიცხვთა თვისებებს და მათ    გამოყენებას  სხვადასხვა მეცნიერებებში.

3.      პროექტის სრული აღწერა     –  მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფებად არიან დაყოფილი, მოიძიებენ ცნობილ მათემატიკოსთა ბიოგრაფიებს(რომელთაც აღმოჩენები ჰქონდათ ახალი თვისებები რიცხვებზე, მაგ. სიმონ სტევინი, პითაგორა,...), მათ საინტერესო გამონათქვამებს; წარმოაჩენენ რიცხვთა სამყაროში არითმეტიკას, როგორც პრინცესას; ალგებრასა და ტრიგონომეტრიას, როგორც მისი დები, გეომეტრია მათი ძმა; დეიდაშვილები, ბიძაშვილები: ქართული ენა, ისტორია, მუსიკა, ინფორმატიკა; მოიძევენ ინტერნეტში საჭირო მასალას; შეადგენენ ნახაზებს, დიაგრამებს, ნახატებს. შემდეგ შეაჯერებენ ჯგუფები ერთმანეთთან და ერთ მთლიან თემად ჩამოაყალიბებენ.

4.      მონაწილეთა ასაკი                –  13–14 წელი.

5.      ვადები/ხანგრძლივობა       –  1 თვე.

6.      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში  – მასალების მოძიება : წიგნები- ავ. ბენდუქიძე „მათემატიკა. სერიოზული და სახალისო“,   ვლ.ლიოვშინი „გაფანტულ მეცნიერებათა მაგისტრი“, ქართული ენციკლოპედია, კომპიუტერი - ინტერნეტი, MS WORD, MS EXCEL.

7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლებაშეიქმნას – მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად წიგნში საჭირო მასალის მოძიებას, . ჯგუფებში მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. პროდუქტები: საინტერესო ციტატები ანუ გამონათქვამები მათემატიკის, რიცხვების შესახებ, მათ კავშირს სხვადასხვა მეცნიერებებთან. შესაბამის პლაკატებს, ნახაზებსა და ნახატებს მაგ: „მათემატიკური ხე“

8.      სარგებელი სხვებისთვის – საინტერესო მონაცემები და ლეგენდები იქნება მოძიებული, რომელიც მოსაწონი იქნება სხვებისთვისაც (მაგალითად თემა იქნება ისეთი, რომ წარმოდგენის გაკეთებაც შეიძლება).

9.      სამუშაო ენა –ქართული ენა

10.  მონაწილეები სხვა სკოლებიდან  – -

11.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი – რიცხვთა სამყარო, რომლებიც საჭირონი არიან არითმეტიკაში, ალგებრაში, გეომეტრიაში, ტრიგონომეტრიაში; კავშირი ექნება მუსიკასთან, ქართულ ენასთან, ისტორიასთან, ინფორმატიკასთან.

12.  პროექტის  ფასილიტატორი– ეთერ პარუნაშვილი–ხოხონიშვილისა

13.

ფასილიტატორის ელ–ფოსტა– eparunashvili@gmail.com