Thursday, July 15, 2010

„რიცხვთა ჯადოსნური სამყარო“



1.   როექტის სახელი      „რიცხვთა ჯადოსნური სამყარო“

2.   პროექტის მოკლე აღწერა    მოსწავლეები იკვლევენ რიცხვთა თვისებებს და მათ    გამოყენებას  სხვადასხვა მეცნიერებებში.

3.      პროექტის სრული აღწერ      მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფებად არიან დაყოფილი, მოიძიებენ ცნობილ მათემატიკოსთა ბიოგრაფიებს(რომელთაც აღმოჩენები ჰქონდათ ახალი თვისებები რიცხვებზე, მაგ. სიმონ სტევინი, პითაგორა,...), მათ საინტერესო გამონათქვამებს; წარმოაჩენენ რიცხვთა სამყაროში არითმეტიკას, როგორც პრინცესას; ალგებრასა და ტრიგონომეტრიას, როგორც მისი დები, გეომეტრია მათი ძმა; დეიდაშვილები, ბიძაშვილები: ქართული ენა, ისტორია, მუსიკა, ინფორმატიკა; მოიძევენ ინტერნეტში საჭირო მასალას; შეადგენენ ნახაზებს, დიაგრამებს, ნახატებს. შემდეგ შეაჯერებენ ჯგუფები ერთმანეთთან და ერთ მთლიან თემად ჩამოაყალიბებენ.

4.      მონაწილეთა ასაკი                  13–14 წელი.

5.      ვადები/ხანგრძლივობა         1 თვე.

6.      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში  – მასალების მოძიება : წიგნები- ავ. ბენდუქიძე „მათემატიკა. სერიოზული და სახალისო“,   ვლ.ლიოვშინი „გაფანტულ მეცნიერებათა მაგისტრი“, ქართული ენციკლოპედია, კომპიუტერი - ინტერნეტი, MS WORD, MS EXCEL.

7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლებაშეიქმნას – მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად წიგნში საჭირო მასალის მოძიებას, . ჯგუფებში მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. პროდუქტები: საინტერესო ციტატები ანუ გამონათქვამები მათემატიკის, რიცხვების შესახებ, მათ კავშირს სხვადასხვა მეცნიერებებთან. შესაბამის პლაკატებს, ნახაზებსა და ნახატებს მაგ: „მათემატიკური ხე“

8.      სარგებელი სხვებისთვის – საინტერესო მონაცემები და ლეგენდები იქნება მოძიებული, რომელიც მოსაწონი იქნება სხვებისთვისაც (მაგალითად თემა იქნება ისეთი, რომ წარმოდგენის გაკეთებაც შეიძლება).

9.      სამუშაო ენა –ქართული ენა

10.  მონაწილეები სხვა სკოლებიდან  – -

11.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი – რიცხვთა სამყარო, რომლებიც საჭირონი არიან არითმეტიკაში, ალგებრაში, გეომეტრიაში, ტრიგონომეტრიაში; კავშირი ექნება მუსიკასთან, ქართულ ენასთან, ისტორიასთან, ინფორმატიკასთან.

12.  პროექტის  ფასილიტატორი– ეთერ პარუნაშვილი–ხოხონიშვილისა

13.

ფასილიტატორის ფოსტაeparunashvili@gmail.com