1. პროექტის სახელი – „რიცხვთა ჯადოსნური სამყარო“
2. პროექტის მოკლე აღწერა – მოსწავლეები იკვლევენ რიცხვთა თვისებებს და მათ გამოყენებას სხვადასხვა მეცნიერებებში.
3. პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფებად არიან დაყოფილი, მოიძიებენ ცნობილ მათემატიკოსთა ბიოგრაფიებს(რომელთაც აღმოჩენები ჰქონდათ ახალი თვისებები რიცხვებზე, მაგ. სიმონ სტევინი, პითაგორა,...), მათ საინტერესო გამონათქვამებს; წარმოაჩენენ რიცხვთა სამყაროში არითმეტიკას, როგორც პრინცესას; ალგებრასა და ტრიგონომეტრიას, როგორც მისი დები, გეომეტრია მათი ძმა; დეიდაშვილები, ბიძაშვილები: ქართული ენა, ისტორია, მუსიკა, ინფორმატიკა; მოიძევენ ინტერნეტში საჭირო მასალას; შეადგენენ ნახაზებს, დიაგრამებს, ნახატებს. შემდეგ შეაჯერებენ ჯგუფები ერთმანეთთან და ერთ მთლიან თემად ჩამოაყალიბებენ.
4. მონაწილეთა ასაკი – 13–14 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა – 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში – მასალების მოძიება : წიგნები- ავ. ბენდუქიძე „მათემატიკა. სერიოზული და სახალისო“, ვლ.ლიოვშინი „გაფანტულ მეცნიერებათა მაგისტრი“, ქართული ენციკლოპედია, კომპიუტერი - ინტერნეტი, MS WORD, MS EXCEL.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლებაშეიქმნას – მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად წიგნში საჭირო მასალის მოძიებას, . ჯგუფებში მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. პროდუქტები: საინტერესო ციტატები ანუ გამონათქვამები მათემატიკის, რიცხვების შესახებ, მათ კავშირს სხვადასხვა მეცნიერებებთან. შესაბამის პლაკატებს, ნახაზებსა და ნახატებს მაგ: „მათემატიკური ხე“
8. სარგებელი სხვებისთვის – საინტერესო მონაცემები და ლეგენდები იქნება მოძიებული, რომელიც მოსაწონი იქნება სხვებისთვისაც (მაგალითად თემა იქნება ისეთი, რომ წარმოდგენის გაკეთებაც შეიძლება).
9. სამუშაო ენა –ქართული ენა
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან – -
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი – რიცხვთა სამყარო, რომლებიც საჭირონი არიან არითმეტიკაში, ალგებრაში, გეომეტრიაში, ტრიგონომეტრიაში; კავშირი ექნება მუსიკასთან, ქართულ ენასთან, ისტორიასთან, ინფორმატიკასთან.
12. პროექტის ფასილიტატორი– ეთერ პარუნაშვილი–ხოხონიშვილისა
13.
ფასილიტატორის ელ–ფოსტა– eparunashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment