1. პროექტის სახელი – "მონაცემები სოფ. უდეზე" 2. პროექტის მოკლე აღწერა _ მოსწავლეები იკვლევენ სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, დიალექტს, სამზარეულოს. 3. პროექტის სრული აღწერა _ მოსწავლეები რომლებიც ჯგუფებად არიან დაყოფილი(რომელთაც ხელმძღვანელობენ გეოგრაფიის, ისტორიის, ქართულის მასწავლებლები, ისტ –ს მენეჯერი) მოიძიებენ სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიულ მონაცემებს, გააკეთებენ ნახაზებს, მოძიებენ სიტყვებს, რომლებიც დამახასიათებელია მესხური სოფლისთვის. აქაური საჭმელების ჩამონათვალს და მის მომზადების წესებს. 4. მონაწილეთა ასაკი _ 15–18წელი. 5. ვადები/ხანგრძლივობა _ 2თვე. 6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში _ მასალის მოძიება: მასწავლებლებისა და სოფლის უხუცესთა მონაყოლები, ქართული ენციკლოპედია, ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები. კომპიუტერი – ინტერნეტი, MS WORD, PAINT. 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას – მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად წიგნში საჭირო მასალის მოძიებას, ხალხთან თავისუფალ კონტაქტს, ურთიერთთანამშრომლობას, ჯგუფებში მუშაობას, კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობას. რაც მთავარია უფროსებთან თანამშრომლობას, მათ პატივისცემას და წარსულის სიყვარულს. შეიქმნება შესაბამისი რუკები, ნახაზები და ნახატები. 8. სარგებელი სხვებისთვის – საინტერესო იქნება ყველასთვის სოფლის გეოგრაფია, ისტორია, სიტყვათა ლექსიკონი, საჭმელების მომზადების რეცეპტები. 9.სამუშაო ენა – ქართული ენა 10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან – არა 11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი– ისტორია, გეოგრაფია, ქართული, შრომა და ინფორმატიკის მეცნიერებებთან. 12. პროექტის ფასილიტატორი–ეთერ პარუნაშვილი–ხოხონიშვილისა 13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა eparunashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment